„მანჩესტერ სიტი“ მიმდინარე სეზონში ყველა ტიტულის მოგებას ვერ შეძლებს, რადგან ინგლისის ლიგის თასს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
პეპ გვარდიოლას გუნდი „საუთჰემპტონს“ ესტუმრა და პირველივე ტაიმში გაშვებული ორი გოლით მარცხი განიცადა - 0:2. „ქალაქელებს“ ვითარების გამოსასწორებლად დიდი დრო ჰქონდათ, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს და მარცხი განიცადეს, შესაბამისად, „საუთჰემპტონი“ ნახევარფინალში გავიდა.
ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში გავიდა „ნოტინგემიც“, რომელმაც შინ „ვულვზი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. გუნდებმა ძირითად დროში თითო გოლი გაცვალეს, თერთმეტმეტრიანებში კი „ფორესტმა“ 4:3 იმარჯვა და თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.
„საუთჰემპტონისა“ და „ნოტინგემის“ გარდა, ინგლისის თასი ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ნიუკასლ იუნაიტედი“ ითამაშებენ.