კალათბურთი

23:55 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის და ანდრონიკაშვილის "მურსია" ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის „მურსიამ“ თურქული „პინარ ქარშიაქა“ დაამარცხა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

ესპანურმა გუნდმა პირველი თამაში ერთი კვირის წინ შინ მოიგო, ამჯერად კი მეტოქეს თურქეთშიც აჯობა 96:89 და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მაკფადენმა 23 წუთში 10 ქულა და 5 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა.

რატი ანდრონიკაშვილმა ამ შეხვედრაში პარკეტზე მხოლოდ 17 წამი გაატარა და ბუნებრივია, გუნდს ვერაფრით დაეხმარა.

„მურსია“ ჩემპიონთა ლიგაზე L ჯგუფში ითამაშებს, სადაც გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“, ასევე ესპანურ „ბილბაოსა“ და თურქულ „დარუშაფაქას“ შეხვდება.

0.112906