ფეხბურთი

21:40 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი კვარაცხელიას ესაუბრა, მან იცის, რა არის მისი ფორმაში არყოფნის მიზეზი

„ნაპოლი“ სერია A-ს მე-18 ტურში „იუვენტუსთან“ მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

Calcionapoli წერს, რომ ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას პირადად ესაუბრა და თამაშამდე მასთან კომუნიკაციას კიდევ აპირებს. წყაროს თანახმად, სპალეტიმ კარგად იცის, რომ კვარას ბოლოდროინდელი უშედეგო მატჩების მიზეზი ფსიქოლოგიური პრობლემებია და ამიტომაც, ცდილობს, რომ ის ტურინულ გრანდთან სუპერმატჩამდე საუკეთესო კონდიციაში დააბრუნოს.

გარდა ამისა, იტალიური მედია წერს, რომ „იუვეს“ წინააღმდეგ კვარაცხელია აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში იქნება და სპალეტის ამ თვალსაზრისით ეჭვები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს კვარაცხელიამ ორი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა. „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ თამაში 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.138679