ფეხბურთი

20:36 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ჯიღაურმა "დინამო ბათუმი" დატოვა და ყაზახეთში ითამაშებს

„დინამო ბათუმი“ ჯაბა ჯიღაურმა დატოვა. ინფორმაცია აჭარული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც ყაზახური მედია წერს, ჯაბა კარიერას აკტაუს „კასპიიში“ გააგრძელებს, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის და რომლის რიგებში ცოტა ხნის წინ „დინამო ბათუმიდან“ გიორგი ფანცულაია გადავიდა.

ჯაბა ჯიღაური „დინამო ბათუმში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 111 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ის ბათუმური კლუბის მაისურით საქართველოს ჩემპიონი და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

30 წლის ფეხბურთელს „დინამო თბილისში“, „ჩიხურაში“, „ვარდარში“, „ორდაბასსა“ და „გრენობლშიც“ უთამაშია. ასე რომ, ყაზახეთში თამაშის გამოცდილება („ორდაბასი“) უკვე აქვს. საქართველოს ნაკრებში ჯაბას აქტივში 22 მატჩია, გოლი კი არ გაუტანია.

0.110264