ლუკა ზარანდია სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას საქართველოს ვიცე-ჩემპიონ „დინამო ბათუმში“ გააგრძელებს.
ტრანსფერი ოფიციალურად „დინამო ბათუმმა“ დაადასტურა. ფეხბურთელი ოფიციალური კონტრაქტი 1 წლიან ურთიერთთანმშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
ლუკა ზარანდია „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. 2017 წელს ის სათამაშოდ პოლონეთში, „არკა გდინიაში“ გადავიდა და მას შემდეგ ევროპაში თამაშობს.
ზარანდია სხვადასხვა დროს თბილისის „ლოკომიტივისა“ და „გენკის“ გარდა, „არკაში“, „ზულტე-ვარეგემში“ და „ტობოლში“ თამაშობდა, ბოლოს კი ის პოლონური „კორონა კიელცეს“ ღირსებას იცავდა, სადაც მან 16 თამაშში 1 გოლის გატანა მოახერხა.