ქუთაისის „ტორპედომ“ ნიჭიერი ჩრდილომაკედონიელი თავდამსხმელი დაშმირ ელეზი დაიმატა. ინფორმაცია იმერული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ტრანსფერის დეტალები და კონტრაქტის ხანგრძლივობა უცნობია, მაგრამ 18 წლის ფეხბურთელი „ტორპედოს“ უკვე შეუერთდა. 2 წლის წინ ელეზი Guardian-ის ვერსიით, მსოფლიოს მასშტაბით 60 საუკეთესო ტალანტში მოხვდა.
ელეზი აქამდე „შკენდიაში“ თამაშობდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 74 შეხვედრაში მეტოქეთა კარში 10 გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელით თურქული კლუბებიც იჩენდნენ ინტერესს.