პოლონური „კორონა კელცეს“ ქართველი გარემარბი, ლუკა ზარანდია, კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. ზღვისპირული კლუბი ამ ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად მალე გამოაცხადებს.
„საბურთალოს“ აღზრდილი 26 წლის ზარანდია საქართველოდან უცხოეთში 2014 წლის ივლისში წავიდა. მაშინ თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი ბელგიურ „გენკში“ გადავიდა.
შემდეგ იყო პოლონური „არკა,“ ყაზახური „ტობოლი,“ ბელგიური „ზულტე-ვარეგემი.“ მისი ბოლო კლუბი კი „კორონა კელცე“ გახლდათ, რომელიც 2022 წლის ნოემბერში დატოვა.
ლუკას საქართელოს ნაკრებში 2 მატჩი ჩაუტარებია. ალბათ გახსოვთ, თავის დროზე ერთ-ერთ უნიჭიერეს ქართველ ფეხბურთელად მიიჩნიეოდა. ასაკობრივ ნაკრებებშიც გამოირჩეოდა. მაგრამ შემდეგ დაიკარგა. მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით.
როგორც ჩანს, მის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. „ბათუმი“ ამბიციური გუნდია და ეგებ ლუკამ ისევ აღიდგინოს ძველი ფორმა.