ფეხბურთი

2:07 | 10.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძემ "პონფერადინა" დატოვა

გიორგი მაკარიძემ „პონფერადინა“ დატოვა. ინფორმაცია ესპანური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ქართველმა მეკარემ კლუბს გაშვება თავად სთხოვა, რაც დააკმაყოფილეს და კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით გაწყდა. 32 წლის ფეხბურთელი „პონფერადინას“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, მაგრამ მეორე მეკარედ განიხილავდნენ და მოედანზე მხოლოდ შვიდჯერ გავიდა.

ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს კარიერას მაკარიძე, მაგრამ ესპანური მედია წერს, რომ პორტუგალიაში გადაბარგდება და „მარიტიმუს“ რიგებში ითამაშებს, რომელსაც მისი ყოფილი მწვრთნელი ჟოზე გომეში წვრთნის, რომელიც მანამდე გიორგის „პონფერადინასა“ და „ალმერიაში“ ავარჯიშებდა.

0.115683