ჩოგბურთი

11:52 | 9.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღია პირველობაზე კოვიდ-19-იან ჩოგბურთელებს თამაში შეეძლებათ

ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორმა, კრეიგ ტილიმ განაცხადა, რომ მოთამაშეებს არ დასჭირდებათ კოვიდ-19-ის ტესტების გაკეთება და ისინი ვირუსის დადასტურების შემთხვევაში მაინც შეძლებენ თამაშს.



„ჩვენ უბრალოდ გვსურს თვალყური ვადევნოთ იმას, რაც ამჟამად საზოგადოებაში ხდება. რეკომენდაცია გავეცით, რომ სხვებისგან თავი შორს დაიჭიროთ იმ შემთხვევაში, თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ და ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს გარკვევით განვუმარტეთ, რომ თუ ვინმე თავს ცუდად იგრძნობდა, სახლში დარჩენილიყო. ეს ნორმალიზებული გარემოა ჩვენთვის და სავარაუდოდ, იქნებიან მოთამაშეები, ვინც კოვიდ-19-ის ქონის მიუხედავად, მაინც მიიღებენ ტურნირში მონაწილეობას“ - განაცხადა ტილიმ.

ეს სიახლე განსაკუთრებით მისასალმებელია მას შემდეგ, რაც გასულ წელს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირზე არ ათამაშეს, რადგან კოვიდის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული.

ავსტრალიის ღია პირველობის დირექციას ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ კრიკეტის ორგანიცაზიამ უბიძგა, სადაც სახმრეთ აფრიკელმა კრიკეტის მოთამაშემ, მეტ რენშოუმ შეხვედრა ბოლომდე ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ მას კოვიდ-19 ჰქონდა დადასტურებული.

ავსტრალიის ღია პირველობა 16 იანვარს დაიწყება და 29 იანვარს დასრულდება.

0.11403