კალათბურთი

1:15 | 9.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული ლიგა ენდესაში და "ტენერიფეს" მორიგი გამარჯვება

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-15 ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ მალაგას „უნიკახას“ უმასპინძლა და 91:84 დაამარცხა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ გარდამტეხი მესამე პერიოდი იყო, რომელიც კანარიელებმა 13 ქულით მოიგეს და მეტოქე გატეხეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი იყო. ქართველმა ცენტრმა 30 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 36-ს გაუტოლდა.

შერმადინი, როგორც მოპოვებული ქულების რაოდენობით, ისე მარგი ქმედების მაჩვენებლით ორივე გუნდში საუკეთესო იყო და MVP-ს ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.

„ლენოვო ტენერიფე“ 11 მოგებით და 4 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 იანვარს, „სარაგოსას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.122276