ფეხბურთი

13:57 | 8.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა აშშ-ს ნაკრების მწვრთნელობაზე უარი თქვა

ზინედინ ზიდანი ისევ უმუშევარია და როგორც ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება, აშშ-ს ნაკრების მწვრთნელობაზე მან უარი თქვა.

მას შემდეგ, რაც ამერიკის ნაკრები გრეგ ბერჰალტერმა დატოვა, იანკებმა 2026 წლის მუნდიალამდე კონტრაქტი ზიდანს შესთავაზეს, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა ეს შეთავაზება არ მიიღო.

ზიდანის მთავარი მიზანი საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნაა, მაგრამ გუშინ დიდიე დეშამმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, რის შედეგადაც, მას სხვა სამსახურის მოძებნა მოუწევს.

ზიდანს აქამდე მწვრთნელად მხოლოდ მადრიდის „რეალში“ აქვს ნამუშევარი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამჯერ მოაგებინა.

0.133691