კალათბურთი

0:53 | 8.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ კონკურენტ „ტორტონასთან“ წააგო, ქართველმა კი 4 ქულა ჩააგდო

იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „ტორტონას“ ესტუმრა და 89:81 დამარცხდა. თორნიკე შენგელიამ 4 ქულა ჩააგდო.



ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და 6-დან 2 სროლა გამოიყენა. ამასთან ერთად, ქართველმა 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.

„ვირტუს ბოლონიას“ რიგებში თამაში მარკო ბელინელის წაუვიდა, რომელსაც 24 ქულა ჰქონდა. 17 ქულა დააგროვა გაბრიელ ლუნდბერგმა.

გამარჯვებული „ტორტონას“ რიგებში 22 ქულით საუკეთესო ჯეი პი მაკურა იყო. მან 6-დან 5 სამქულიანი გამოიყენა.

„ვირტუს ბოლონიას“ უპირატესობა დღევანდელი მარცხის შემდეგ მდევარ „ტორტონასთან“ 2 ქულამდე შემცირდა და ლიდერ „მილანს“ ასევე 2 ქულით გასწრების შანსი მისცა.

მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი იტალიის ჩემპიონატში 15 იანვარს, „ვენეციას“ წინააღმდეგ გამართავს, იქამდე კი „ბოლონიას“ ორი ევროლიგური მატჩი ელოდება - „ჟალგირისთან“ და „ოლიმპიაკოსთან“, შესაბამისად, 10 და 12 იანვარს.

0.112878