ავტოსპორტი

0:28 | 8.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ატია ლიდერობას ინარჩუნებს, „აუდის“ პროვბლემები გრძელდება

დაკარის რბოლის მეშვიდე ეტაპზე, მორიგი პრობლემები შეექმნა „აუდის“, კატარელი ნასერ ალ-ატია (ტოიოტა) კი ლიდერობას ინარჩუნებს. თუმცა რბოლის ორგანიზატორთა გაკრიტიკების გამო, ბოდიშის მოხდამ მოუწია.

ალ-ატიამ უკმაყოფილება გამოთქვა ორგანიზატორთა მიერ, წესების შეცვლის გამო, რომელიც მისი აზრით, „აუდის“ სასარგებლო გადაწყვეტილება იყო. მან ამის შესახებ სოციალურ მედიაში დაწერა.

გერმანული კომპანიის გუნდი ჰიბრიდული ავტომობილით ასპარეზობს, მაგრამ გამრჯვების შანსი უკვე დაკარგა. მისი სტეფან პეტერანსელი რბოლას გამოეთიშა, რადგან წინა ეტაპზე მომხდარი ავარიისას, ნავიგატორი დაუშავდა. მისი თანაგუნდელი კარლოს საინსი კი 68-ე ადგილზეა, რადგან წინა ეტაპი ვერც მან დაასრულა და ამისთვის საჯარიმო 28 საათი და 45 წუთი დაემატა.

მეშვიდე ეტაპზე პრობლემები შეექმნა „აუდის“ კიდევ ერთ პილოტს, შვედ მატიას ეკსტრომს, ვისაც პროლოგი აქვს მოგებული. მას მექანკური პრობლემები შეექმნა.

მეშვიდე ეტაპზე ჩქაროსნული 333 კილომეტრი, სულ კი 861 კილომეტრი იყო გასავლელი და ის საუდელმა იაზიიდ ალ რაჯიმ მოიგო. ეს მიმდინარე რბოლაში მის მიერ მოგებული მესამე ეტაპია.

შვიდი ეტაპის შემდეგ, ალ-ატია საათს და ერთ წუთს უგებს მეორეზე მყოფ სამხრეთაფრიკელ ჰენკ ლეტიგანს.

0.117508