ნორვეგიელმა ჰალვორ ეგნერ გრანერუდმა, ავსტრიის ბიშოფსჰოფენში ოთხი მთის ტურნირის ბოლო ეტაპი მოიგო და ამ პრესტიჟული შეჯიბრის ჩემპიონი გახდა. მან ჯამში 313.4 ქულა დააგროვა და უკან მოიტოვა სლოვენიელი ანზე ლანიშეკი (305.5 ქულა) და პოლონელი დავიდ კუბაცკი, რომელმაც მესამე ეტაპის მოგებით, ნორვეგიელს დიდი სლემით ტრიუმფის საშუალება არ მისცა.
ანდერს იაკობსენის 2006/07 წლების ტრიუმფის შემდეგ, გრანერუდი პირველი ნორვეგიელია, ვინც ოთხი მთის მოგება შეძლო. ოთხი ეტაპის ჯამში, მან კუბაცკის 33 ქულით აჯობა. ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა ლანიშეკმა.
„საოცარი იყო. ჩვენს სპორტში ეს კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევაა. ოთხი მთა განსაკუთრებულია და ყოველთვის ასე იქნება. მე ვამაყობ იმით, რომ საუკეთესო ნახტომებს სტაბილურად ვასრულებდი. ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა გრანერუდმა.