ფეხბურთი

20:48 | 7.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლი - „ჩელსიში“ შესაძლო გადასვლაზე

„ლაიპციგის“ ხორვატი მცველი, იოშკო გვარდიოლი, ჟურნალისტებს „ჩელსიში“ შესაძლო გადასვლის შესახებ ესაუბრა.

„ვიმედოვნებ, უახლოეს ექვს თვეს „ლაიპციგში“ გავატარებ. „ჩელსი“ ჩემით ზაფხულში დაინტერესდა, მაგრამ მაშინ შევთანხმდით, რომ ტრანსფერის თაობაზე ზამთარში დავილაპარაკებდით.


ზამთარიც დადგა, „ჩელსი“ ისევ ხაზზეა. ახლა კარგადაა დასაფიქრებელი. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს თვეებში „ლაიპციგში“ ვიქნები.“ - ციტირებს 20 წლის ხორვატის სიტყვებს RTL Danas.

იოშკო უკვე გასულ ზაფხულს შეიძლებოდა აღმოჩენილიყო „ჩელსიში,“ მაგრამ კარიერის გაგრძელება „ლაიპციგში“ ამჯობინა.

ყატარის მუნდიალზე კი მან ხორვატიის ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.121307