დღეს ესპანეთის თასის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ გიორგი მამარდაშვილისა და მისი „ვალენსიას“ მეტოქე „ხიხონის სპორტინგი“ იქნება.
„ვალენსიამ“ ესპანეთის თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე მესამელიგელი „ლა ნუსია" 3:0 დაამარცხა. ამ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მეკარე, რაც „ღამურების“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ იმით ახსნა, რომ თასზე თამაში ყოველთვის რთულია და მას მეტოქე გუნდის ეშინოდა.
თავის მხრივ, „ხიხონმა“ წინა ეტაპებზე „ნუმანსიასა“ და „რაიო ვალეკანოს“ სძლია. შეხვედრა სწორედ ლა ლიგა 2-ის მონაწილე გუნდის მოედანზე 17 ან 18 იანვარს გაიმართება.
აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბარსელონას“ მეტოქე „სეუტა,“ „ატლეტიკოს“ მეტოქე „ლევანტე,“ „რეალ მადრიდის“ მეტოქე კი „ვილიარეალი“ იქნება.