„ნაპოლიმ“ მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პირველი ფეხბურთელი დაიმატა - ბარტოშ ბერეშჩინსკი.
ნეაპლიტანური გუნდის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. პოლონელი მცველი, „აძურის“ გენუის „სამპდორიადან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.
ბარტოშ ბერეშჩინსკი დაცვის ორივე ფლანგზე თამაშობს, „სამპდორიაში“ ის 2017 წლიდან ირჯებოდა, მანამდე კი „ლეხში“, „ვარტასა“ და „ლეგიაში“ თამაშობდა.