კალათბურთი

11:45 | 7.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე მოედანს დაუბრუნდა, "ინდიანამ" მოიგო

NBA-ში გოგა ბითაძის „ინდიანამ“ „პორტლენდს“ უმასპინძლა და 108:99 დაამარცხა, რის შედეგადაც, პლეი-ოფის ზონას მიუახლოვდა.

ინდიანაპოლისელებმა მეტოქეს განსაკუთრებით მეოთხე პერიოდში აჯობეს, რომელიც 10 ქულით მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც ამან განაპირობა.

ბითაძეს ამჯერად თამაშის საშუალება მიეცა, თუმცა მხოლოდ 4:43 წუთით, ხსენებულ დროში კი ქულა არ ჩაუგდია. გოგამ 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

„პეისერსში“ საუკეთესო ბენედიქტ მატურინი იყო, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო, ხოლო მაილს ტერნერის აქტივში 17 ქულა გახლდათ. „პორტლენდს“ ანფერნი სიმონსმა ულიდერა 20 ქულით, ხოლო დამიან ლილარდმა საკუთარ გუნდს 19 ქულა შესძინა.

„ინდიანა პეისერსი“ 22 მოგებით და 18 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 8 იანვარს, „შარლოტ ჰორნეტსთან“ გამართავს.

0.118774