ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში „ვალენსიამ“ „კადისს“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა - 0:1.
ჯენარო გატუზოს გუნდი სეზონის განახლებას ცუდ ფორმაში შეხვდა და ზედიზედ მეორედ დამარცხდა. მატჩის ბედი რუბენ ალკარასის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც თავი მეცხრე წუთზე გამოიჩინა.
გიორგი მამარდაშვილმა 90 წუთი ითამაშა და 1 სეივი მიითვალა. ქართველის მეკარისთვის ეს სეზონში მე-16 თამაში იყო და კარი მშრალად სამჯერ შეინახა.
„ვალენსიას“ 16 ტურში 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 22 იანვარს, „ალმერიასთან“ „მესტალიაზე“ გამართავს.