კალათბურთი

18:10 | 6.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 16 და მაკფადენის 13 ქულა: "ტენერიფემ" "მურსიასთან" წააგო

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-14 ტურში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის „მურსიამ“ გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფეს“ უმასპინძლა და ადვილად 85:64 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ „ტენერიფე“, რომელიც მანამდე ლიდერი იყო, ბოლო ოთხ ტურში მესამედ დამარცხდა და სატურნირო ცხრილში ვითარება გაიუარესა. კანარიელებმა პირველი პერიოდი 5 ქულით მოიგეს, მაგრამ მომდევნო სამი მეოთხედი ჩააგდეს და საბოლოოდ, 21 ქულით წააგეს.

შერმადინი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ქართველმა ცენტრმა 23 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 9-დან 4 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა.

თად მაკფადენმა 18 წუთში 13 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან 1-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 12 ქულა იყო. რაც შეეხება ანდრონიკაშვილს, ის განაცხადში არ იყო.

„ლენოვო ტენერიფე“ 10 მოგებით და 4 წაგებით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 8 იანვარს, „უნიკახას“ უმასპინძლებს, ხოლო „მურსია“ 7 გამარჯვებით და 7 მარცხით მე-11 საფეხურზეა, წინ კი 8 იანვარს, „ბილბაოსთან“ თამაში ელოდება.

0.121406