ფეხბურთი

16:26 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟუნინიო: "რუდი გარსია ყველაზე ცუდი ადამიანია, ვისაც ვიცნობ"

„ლიონისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჟუნინიომ რუდი გარსიაზე ისაუბრა, რომელიც „ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელია, სადაც კრიშტიანუ რონალდუ გადავიდა.

ჟუნინიო გარსიას „ლიონიდან“ იცნობს და თქვა, რომ ყველაზე ცუდი ადამიანია, რომელსაც ოდესმე შეხვედრია. როგორც ბრაზილიელმა აღნიშნა, გარსია აუცილებლად ეცდება, რომ რონალდოს დაუახლოვდეს და მასთან მეგობრობით ისარგებლოს.

„გარსიას თუ დასჭირდება, კრიშტიანუს საუზმესაც კი მიირთმეს. შეეცდება მას დაუმეგობრდეს, მასთან ახლოს იყოს საკუთარი იმიჯის ასამაღლებლად, ამისთვს ყველაფერს გააკეთებს. ასე იქნება. მისთვის ოცნება იყო რონალდუსთან მეგობრობა.

რუდი გარსიასთვის გუნდის წარმატებას და გასახდელში არსებულ ატმოსფეროს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, თვითონ იყოს ყურადღების ცენტრში. თუმცა, როგორც ყველა ძალიან ცივი ადამიანი, ისიც ხვდება, ვინ არის დიდი ადამიანი და ცდილობს ამით ისარგებლოს. კრიშტიანუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, ლეგენდაა და რუდიმ ეს იცის.

ჩემი გამოცდილება, რომელიც რუდი გარსიასთან მაკავშირებს, საშინელი იყო. ეს არის ყველაზე უარყოფითი ადამიანი, რომელსაც მთელი ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში შევხვედრივარ. ის პატივს მხოლოდ იმ ადამიანებს სცემს, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ და მათთან ურთიერთობით სარგებლის ნახვა შეუძლია“, - თქვა ჟუნინიომ.

0.117626