სხვა

1:24 | 5.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

პოლონელმა კუბაცკიმ ინსბრუკში ოთხი მთის მესამე ეტაპი მოიგო

ტრამპლინიდან მხტომელთა პოპულარულ საახალწლო ტურნირ ოთხი მთის მესამე ეტაპი, რომელსაც ავსტრიის ინსბრუკმა უმასპინძლა, პოლონელი დავიდ კუბაცკის გამარჯვებით დასრულდა. ამით, მან ნორვეგიელ ჰალვორ ეგნერ გრანერუდს დიდი სლემით (ოთხივე ეტაპის მოგებით) გამრჯვების შანსი გადაუწურა.

კუბაცკი შეჯიბრს კვალიფიკაციიდანვე ლიდერობდა და პირველ ცდაზეც საუკეთესო ნახტომი შეასრულა. მან 137.4 ქულა აიღო, გრანერუდს კი ხელი მოეცარა და მხოლოდ მეექვსე შედეგს დასჯერდა. მაგრამ ნორვეგიელს მეორე ცდაზე საუკეთესო ნახტომი ჰქონდა, რამაც გამარჯვების შანსი დაუტოვა. თუმცა კუბაცკიმ მეორე ცდაც კარგად შეასრულა და ჯამში მეტოქეზე 3.5 ქულით მეტი დააგროვა.

სამი ეტაპის შემდეგ, ტურნირს გრანერუდი ლიდერობს, ვინც მეორეზე მყოფ კუბაცკის 23.3 ქულას უგებს, ეს კი 12 მეტრის ტოლფასია, რისი ამოქაჩვაც ბოლო ეტაპზე, პოლონელს გაუჭირდება.

ოთხი მთის ბოლო ეტაპი, ავსტრიის ბიშოფსჰოფენში გაიმართება.

0.117116