ფეხბურთი

21:22 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

როდის შედგება კრიშტიანუს დებიუტი "ალ-ნასრში"?

კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი „ალ-ნასრიში“ შესაძლოა გადაიდოს. რუდი გარსიას გუნდი საუდის არაბეთის ჩემპიონატის უახლოეს ტურში 5 იანვარს, „ალ-ტაის“ შეხვდება, მაგრამ პორტუგალიელის თამაში საეჭვოა.

საუდის არაბეთში არსებული რეგლამენტით, თითოეულ გუნდში 8 ლეგიონერია დაშვებული, „ალ-ნასრს“ კი ამჟამად ერთით მეტი, 9 ლეგიონერი ჰყავს, რის გამოც რონალდუს ჯერ თამაში არ შეუძლია.

გარდა ამისა, მას პრემიერლიგიდან ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გადმოჰყვა, რომელიც შესაძლოა, ინგლისის ასოციაციამ გააუქმოს, თუმცა ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა, ამიტომ, „ალ-ნასრში“ გადაწყვეტილებას უნდა დაელოდონ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ალ-ნასრმა“ გუშინ ოფიციალურად წარადგინა და სტადიონზე მის პრეზენტაციას 25 000 გულშემატკივარი დაესწრო.

0.116544