კარგი ვინმეა ამერიკელი ახმახი კალათბურთელი ქალი ელიზაბეთ (ლის) კემბრიჯი რომელმაც ბოლო პერიოდში ბიკინების ამარა ტანტალს მოუხშირა და რაც შილიფად ჩაცმული ქალების მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ლიზი საკუთარ ფოტოებს სოციალურ ქსელებში დებს და კიდევ უფრო მეტად აგიჟებს ისედაც გადარეულ ფანობას.
ამერიკელ კალათბურთელს თავისუფალი დრო როდესაც გამოუჩნდება, თანსაცმელს იძრობს, თავის ვეება სხეულს ფოტოობიექტივისკენ მიმართავს და სოციალურ ქსელებში იმდენ მოწონებას და ვირტუალურ მტლაშა-მტლუშს იმსახურებს, ბევრ ცნობილ მოდელს რომ შეშურდება.
ლიზ კემბრიჯი აშშ-ს ქალთა ნაციონალურ ასოციაციაში ბურთაობს და ლას-ვეგასური კლუბის ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ გოგოს სიმაღლე 2 მეტრი და 3 სანტიმეტრია, რაც დამატებით უპირატესობას აძლევს და როგორ გინდა ასეთ ქალს “გაუბედო“ და სასროლად გამზადებული ბურთი დაუფარო?...