ფეხბურთი

15:55 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვან დაიკი დაშავდა და სავარაუდოდ რამდენიმე კვირას გამოტოვებს

„ლივერპულის“ ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დაიკი „ბრენტფორდთან“ მატჩის დროს დაშავდა და როგორც ბრიტანული მედია იუწყება, შესაძლოა რამდენიმე კვირა გამოტოვოს.



მერსისაიდული გუნდის დაცვის ერთ-ერთი ლიდერი შესაძლოა გუნდს მთელი იანვრის განმავლობაში ვერ დაეხმაროს, რაც კლოპის გუნდისთვის დიდი უსიამოვნება იქნება.

„ბრენტფორდთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, იურგენ კლოპმა ვან დაიკის შესახებ კომენტარი გააკეთა: „ვირჯილმა კუნთზე მცირე ტკივილი იგრძნო, თუმცა თქვა, რომ თავს კარგად გრძნობდა. მე გარისკვა არ მსურდა და გუნდის ექიმების კმაყოფილნი იყვნენ“ - განაცხადა კლოპმა.

იმ შემთხვევაში, თუ ნიდერლანდელი მცველის ტრავმა მართლაც სერიოზული გამოდგა და იანვრის განმავლობაში თამაში ვერ შეძლო, ის „ვულვზთან“, „ბრაიტონთან“ და „ჩელსისთან“ დაპირისპირებებს გამოტოვებს.

0.114684