სხვა

15:25 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ირანელ მოჭადრაკეს ჰიჯაბის გარეშე ასპარეზობის შემდეგ ურჩიეს სამშობლოში აღარ დაბრუნდეს

ირანელმა მოჭადრაკემ, სარა ხადემმა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა, რამდენიმე პიროვნებისგან რჩევის სახით შეტყობინება მიიღო, რომ სამშობლოში აღარ დაბრუნდეს.



ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები 22 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე სპორტულ ღონისძიებაზე ირანელმა სპორტსმენებმა ჰიჯაბის გარეშე იასპარეზეს, მათ შორის ერთ-ერთი იყო სარა ხადემიც, ვინც სწრაფი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანული ტრადიციული ატრიბუტის გარეშე მიიღო მონაწილეობა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ირანელმა გოგონამ სხვადასხვა პიროვნებებისგან შეტყობინებები მიიღო, რომლებშიც მას ურჩევენ, რომ ტურნირის შემდეგ სახლში აღარ დაბრუნდეს, რადგან ამას ცუდი ზომები მოჰყვება. წყარომ ისიც თქვა, რომ ირანში ხადემის მშობლები და ნათესავები მუქარის წერილებს იღებენ.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ხადემი საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა და ირანში დაბრუნებას აღარ გეგმავს.

თეგებიჭადრაკი
0.115736