ფეხბურთი

12:46 | 4.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

,,ევერტონი" კრიზისშია - გულშემატკივრები ბორდის გაშვებას ითხოვენ

ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში ,,ევერტონი" საკუთარ მოედანზე ,,ბრაიტონთან" 1:4 განადგურდა, რამაც გულშემატკივართა გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ბორდის გათავისუფლებას ითხოვენ.



კრიტიკა შეხვდა ,,ევერტონის" მთავარ მწვრთნელს ფრენკ ლამპარდსაც, რომლის სკამიც ნელ-ნელა ირყევა. მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე გულშემატკივრები ბორდის გათავისუფლების შეძახილებს სკანდირებდნენ, პასკალ გროსის მიერ გატანი მე-4 გოლის შემდეგ, კი ლურჯი კვამლიც გაუშვეს.

გასულ სეზონში ლივერპულური გუნდი გავარდნას ბოლოსწინა ტურში გადაურჩა და მაშინ ლამპარდმა განაცხადა, რომ მომავალ სეზონში ასეთი პრობლემების მოგვარებაზე უნდა ემუშავათ და მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო, თუმცა მიმდინარე სეზონი ,,ევერტონისთვის" კვლავ წარუმატებელია.

18 მატჩის შემდეგ, ,,ევერტონს" 15 ქულა აქვს და მე-16 პოზიციაზე იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ ,,ნოტინგემი" და ,,ვულვზი" თავიანთ შეხვედრებს მოიგებენ, ,,ლურჯები" გასავარდნ ზონაში აღმოჩნდებიან.

0.120224