ფეხბურთი

20:20 | 3.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის გოლი თურქეთის სუპერლიგაში (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მე-17 ტურში „ჰატაისპორი“ სტუმრად „უმრაინიესპორს“ დაუზავდა (2:2), ხოლო საბა ლობჟანიძემ წელი გოლით გახსნა.

ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა მანამდე თავის გამოჩენა მოასწრო. 53-ე წუთზე საბამ აიუბ ელ კააბისგან კარგი პასი მიიღო და ცარიელ კარში ერთი შეხებით გაიტანა, რითაც თავისი გუნდი 2:1 დააწინაურა, მაგრამ საბოლოოდ თამაში 2:2 დასრულდა.

ლობჟანიძეს თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

„ჰატაისპორი“ 16 ქულით მე-15 ადგილზეა და მომდევნო ტურში 7 იანვარს, „ანტალიასპორს“ უმასპინძლებს.

0.126217