მილანის „ინტერის“ ყოფილმა მფლობელმა და პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩის წინ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. მან ასევე კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიაზე თქვა, რომ სერია A-ზე ისეთივე ეფექტი მოახდინა, როგორიც ბრაზილიელმა რონალდომ, როცა „ბარსელონადან“ „ინტერში“ გადავიდა.
„კვარაცხელიასა და ბრაზილიელ რონალდოს შორის მსგავსება? ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ეფექტი, რომელიც სერია A-ზე მოახდინეს, მსგავსია. თუმცა, რონალდო იტალიაში როგორც დიდი ფეხბურთელი ჩამოვიდა და მისგან უკვე ელოდნენ იმას, რაც გააკეთა. ქართველს ვუსურვებ, რომ ბრაზილიელი რონალდოს დარი კარიერა ჰქონდეს. ის თავისი უნარებით „ნაპოლის“ გამარჯვებებისთვის გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.
„ინტერთან“ „ნაპოლიდან“ ყველაზე სახიფათო მოთამაშეები? ქართველი და ოსიმენი, უდავოა. ამ ორ ფეხბურთელს „ინტერთან“ მატჩის ბედის გადაწყვეტა ყველაზე მეტად შეუძლიათ“, - თქვა მორატიმ.
შეგახსენებთ, „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 4 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.