ფეხბურთი

15:28 | 3.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სელფები და ღიმილი პელეს ცხედართან: ჯანი ინფანტინოს აკრიტიკებენ

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კრიტიკის ობიექტი გახდა. საქმე ისაა, რომ ინფანტინო პელეს სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, მაგრამ პელეს ცხედართან მომღიმარი შენიშნეს, რამაც მედიისა და გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია.

კადრებში ჩანს, რომ ინფანტინო პელეს ცხედართან ძალიან ახლოს დგას და იღიმის, თან „სელფებსაც“ იღებს, რამაც ბუნებრივია, რომ კრიტიკა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ინფანტინო გამოვიდა იდეით, რომლის მიხედვით ფიფას ყველა წევრ ქვეყანაში ერთი სტადიონი მაინც პელეს სახელობის უნდა იყოს.

შეგახსენებთ, პელე 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში მსხვილი ნაწლავის კიბოს დაავადებით გარდაიცვალა.

0.143533