„ლივერპულის“ ყოფილ მცველს, ამჟამად კი ფეხბურთის ტელეანალიტიკოსს, ჯეიმი კარაგერს, მიაჩნია, რომ იურგენ კლოპის გუნდი ბერდება და ამის კიდევ ერთი მაგალითი გასულ ორშაბათს პრემიერლიგის მე-19 ტურში „ბრენტფორდთან“ წაგება იყო (1:3).
„ეს მოტივი „ლივერპულს“ მთელი მიმდინარე სეზონის განმავლობაში გასდევს. როგორც კი თამაშის ინტენსივობა იზრდება, ისინი თავს ვეღარ ართმევენ. კლოპის შგირდებს განსაკუთრებით ისეთ გუნდებთან უჭირთ, რომლებიც კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან. არადა „ლივეჰრპული“ ის გუნდია, რომელიც ამაყობს რომ ინტენსივობა მისი იდენტურობაა.
ისინი ამ პრობლემას ვერ უმკლავდებიან. დაბერებულ გუნდს გვანან, რომლის ბოლო ახლოვდება.“ - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports.