სხვა

0:38 | 2.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ეგნერ გრანერუდმა ოთხი მთის მეორე ეტაპიც მოიგო

ნორვეგიელმა ჰალვორ ეგნერ გრანერუდმა, ტრამპლინიდან მხტომელთა პრესტიჟული ტურნირის, ოთხი მთის მეორე ეტაპიც მოიგო, რომელიც გერმანიის გარმიშ-პარტენკირხენში ჩატარდა.

მან პირველივე ნახტომის შემდეგ იგდო ხელთ ლიდერობა და მეორე ნახტომი ბოლომ შეასრულა. საერთო ჯამში, მონაწილეთაგან ერთადერთმა შეძლო 300 ქულაზე მეტის (303.7) დაგროვება

„ეს ახალი წლის შესანიშნავი დასაწყისია. სულ სამი კარგი ნახტომი. მათგან პირველი ვარჯიშზე, საოცარი იყო. დანარჩენი ორი კი, შეჯიბრზე ასევე კარგი გამოვიდა. ყველას ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ“, - განაცხადა გამარჯვებულმა, ვისთვისაც ეს გარმიშში მოპოვებული პირველი გამარჯვებაა. სულ კი კარიერაში 16 შეჯიბრი აქვს მოგებული.

ოთხიდან ორი ეტაპის შემდეგ, ის მეორე ადგილზე მყოფ პოლონელ დავიდ კუბაცკის 16.8 ქულას უგებს. გარმიშში კუბაცკი მესამე ადგილზე გავიდა. მეორე ადგილი კი სლოვენიელმა ანზე ლანიშეკმა დაიკავა.

0.122158