ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში „ვალენსიასთან“ 1:2 დამარცხდა, გიორგი მამარდაშვილმა კი 6 მოგერიება მიითვალა.
ესპანურმა მედიამ გიორგის თამაში დადებითად და მაღალი ქულით შეაფასა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე გაშვებულ გოლში მისი ბრალეულობაც აღნიშნეს.
AS: „გამოსარჩევი. ქართველმა მეკარემ კიდევ ერთხელ ითამაშა შესანიშნავად და თავისი გუნდი უფრო დიდი ანგარიშით მარცხისგან გადაარჩინა. გოლები მისი ბრალი არ ყოფილა“.
Eldesmasrque: „მე-8 წუთზე კაპოს დარტყმა მოიგერია, შესვენებამდე კიდევ ორი კარგი სეივი ჰქონდა, მაგრამ ჩუკვუეზეს გოლის დროს ვერაფერი გააკეთა. ის საუკეთესო იყო, თუმცა, მეორე გოლის მომენტში კარგად ვერ ითამაშა“.
Superdeporte: „შესანიშნავი თამაში ჩაატარა რამდენიმე მოგერიებით, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება შეეძლო ფოიტის გოლის მომენტში, როცა დიახაბის დაეჯახა“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგიმ 15 მატჩში სამჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა და 17 გოლი გაუშვა. „ვალენსია“ 19 ქულით მეათე ადგილზეა, 6 იანვარს კი „კადისს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.