გერმანიის ობერსტდორფში, ტრამპლინიდან მხტომელთა პოპულარული ტურნირის, ოთხი მთის პირველი ეტაპი ჩატარდა, რომელშიც გამარჯვება ნორვეგიელმა ჰალვორ ეგნერ გრანერუდმა მოიპოვა.
მას კვალიფიკაციაზე საუკეთესო შედეგი ჰქონდა და ამიტომ, ძირითად შეჯიბრშიც ბოლომ იასპარეზა. საბოლოოდ, 312.4 ქულა დააგროვა და უკან მოიტოვა ორი პოლონელი - პიოტრ ზილა (299 ქულა) და დავიდ კუბაცკი (294.9 ქულა).
„ეს ნამდვილი სიამოვნებაა. დღეს მე ოცნება ავისრულე და ოთხი მთის შეჯიბრი მოვიგე“, - განაცხადა გრანერუდმა, ვისაც პირველ ცდაზე, ობერტსდორფის ტრამპლინის რეკორდამდე ერთი მეტრი დააკლდა.
კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ჰქონდა გერმანელ კარლ გაიგერს, მაგრამ მესამე ადგილამდე მხოლოდ 1.3 ქულა დააკლდა.