ფეხბურთის მეფეს, პელეს 3 იანვარს, დაკრძალავენ. ინფორმაციას ბრაზილიური მედია ავრცელებს.
მანამდე პელეს ცხედარს „სანტოსის“ სტადიონზე, „ვილა ბელმიროზე“ გადაასვენებენ, სადაც ხალხს მასთან გამომშვიდობების შესაძლებლობა ექნება. სასახლეს მოედნის ცენტრში განათავსებენ და ცერემონია დღე-ღამის განმავლობაში გასტანს.
აღსანიშნავია, რომ პელესთან გამომშვიდობება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, მაგრამ სასახლეს მიახლოებას ვერავინ შეძლებს. სასახლესთან ახლოს ყოფნის უფლება მხოლოდ ოჯახის წევრებსა და „სანტოსის“ ფეხბურთელებს ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ პელე 29 დეკემბერს, მსხვილი ნაწლავის კიბოთი გარდაიცვალა. ბრაზილიის პრეზიდენტმა კი ფეხბურთის მეფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.