ფეხბურთი

14:03 | 30.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაძე წყალტუბოს "სამგურალს" აღარ გაწვრთნის.

გიორგი მიქაძე წყალტუბოს "სამგურალს" აღარ გაწვრთნის.

მთავარ მწვრთნელთან შრომითი ხელშეკრულება კლუბის გადაწყვეტილებით შეწყდა.

„მადლობას ვუხდით გიორგის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში“, - წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „სამგურალმა“ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ერთი ნაბიჯი დააკლდა.

0.144785