ფეხბურთი

17:54 | 29.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკა" მზადაა ენცო ფერნანდესი 120 მილიონად გაყიდოს

ლისაბონის „ბენფიკას“ პრეზიდენტმა მანუელ რუი კოშტამ ენცო ფერნანდესისა და მის შესახებ არსებული დიდი ინტერესის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც რუი კოშტამ აღნიშნა, მზად არიან არგენტინელი ნახევარმცველი 120 მილიონ ევროდ გაასხვისონ.

მანამდე დაიწერა, რომ „ბენფიკამ“ უარი თქვა მსგავს შეთავაზებაზე. ფერნანდესს „ჩელსი“ იწვევს და მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ენცო ფერნანდესმა ყველა ტურნირზე 59 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა, 13-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.066621