ფეხბურთი

10:12 | 29.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ედერსონის რეკორდი

პრემიერლიგის მე-17 ტურის დასკვნით მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ლიდსი“ 1:3 დაამარცხა და ლიდერ „არსენალს“ 5 ქულით ჩამორჩება.

„ქალაქელთა“ ბრაზილიელი მეკარისთვის, ედერსონისთვის ეს 150-ე გამარჯვება გამოდგა პრემიერლიგაში. ამ ნიშნულის მისაღწევად მას 197 მატჩის ჩატარება დასჭირდა, რაც სარეკორდო შედეგია, ასე სწრაფად ამდენი თამაში ჯერ არავის მოუგია - გვამცნობს Opta Joe ტვიტერში.

მეორე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი პატრის ევრაა (150 გამარჯვება 213 შეხვედრაში), მესამეზე - „სიტის“ ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი (215), მეოთხეზე - „ქალაქელთა“ ყოფილი შუახაზელი ფერნანდინიო (216), მეხუთეზე - „ჩელსის“ ლეგენდარული კარის დარაჯი, პეტრ ჩეხი (217).

0.101665