ფეხბურთი

2:20 | 29.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "დიდებული გუნდი მყავს, ცუდი შედეგები მხოლოდ ჩემი ბრალია"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თავისი გუნდის წარუმატებელ სეზონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ თვითონაა.

არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, მის განკარგულებაში დიდებული ფეხბურთელები არიან და მხოლოდ მწვრთნელმა უნდა გააუმჯობესოს საკუთარი თავი.

„შესანიშნავი გუნდი გვყავს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჩვენი ოთხი ფეხბურთელი იყო. ალბათ, ვინც მაქსიმუმს არ აკეთებს, მწვრთნელია. დიდებული გუნდი გვყავს. მე ვარ ის, ვინც უნდა მოუმატოს. ფეხბურთელები კი მეტ-ნაკლებად ისინი მყავს, რომლებმაც ლა ლიგა მოიგეს - კორეა, ფერეირა-კარასკო, ჟოაო ფელიქსი, ხიმენესი და სხვები”, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკო“ ლა ლიგაში 24 ქულით მეხუთე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ასპარეზობას გამოეთიშა.

0.125399