ლონდონის „ჩელსიმ“ ნორვეგიული „მიოლდედან“ ნიჭიერი ფეხბურთელი დავიდ დატრო ფოფანა დაიმატა.
ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა 20 წლის ფეხბურთელი კლუბს 1 იანვრიდან შეუერთდება. კოტ დივუარელი ფორვარდის სანაცვლოდ „ჩელსიმ“ 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღო.
მიმდინარე სეზონში ფოფანამ „მიოლდეს“ რიგებში 24 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა, კოტ დივუარის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 3 უგოლო თამაშია.