საქართველოს ნაკრებისა და ,,ვირტუს ბოლონიას" კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში კარგი მატჩი ჩაატარა და ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
შენგელიამ ,,პეზაროს" წინააღმდეგ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა - 19 ქულა და 10 მოხსნა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ,ვირტუს ბოლონიასა" და ,,პეზაროს" მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ოვერტაიმში კი ქართველი კალათბურთელის კარგი თამაშის წყალობით, ,,ბოლონიამ" 87:82 მოიგო და იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა.
თორნიკე შენგელიამ გამოკითხვაში ,,ტრევიზოს" იკე იროეგბუს და ,,სკაფატის" დევიდ ლოგანს აჯობა.
11 გამარჯვებითა და 1 მარცხით ,,ვირტუს ბოლონია" იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს. მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი შიდა ჩემპიონატში 2 იანვარს, ,,მილანის" წინააღმდეგ ჩაატარებს, იქამდე კი 30 დეკემბერს ევროლიგაზე, ,,ფენერბაჰჩეს" დაუპირისპირდება.