სხვა

12:43 | 28.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთახი, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონატის დროს მესი ცხოვრობდა, მუზეუმად გადაკეთდება

ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად კატარში ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვა. კატარის მუნდიალის წარმომადგენელმა, აჩრაფ ბენ ბაიადმა განაცხადა, რომ ოთახი, რომელშიც ჩემპიონატის დროს მესი ცხოვრობდა, მუზეუმად გადაკეთდება.



არგენტინის ნაკრებმა კატარის მუნდიალზე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაწყვიტა დასახლება, ლეო მესი კი დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ოთახში მარტო ცხოვრობდა, რადგან მისი ოთახის მეზობელი, სერხიო აგუერო ფეხბურთს აღარ თამაშობს. ამის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე დღე არგენტინის ნაკრებმა აგუერო გუნდში მიიწვია და ძველმა მეგობრებმა რამდენიმე ღამე კვლავ ერთი ოთახის მეზობლებად გაატარეს.

ლეო მესის ოთახის ნომერი B201-თ იყო აღნიშნული. კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, აჩრაფ ბენ ბაიადმა განაცხადა, რომ მისი ოთახი მცირე მუზეუმად გადაკეთდება:

,,მისი მიღწევები ახლა უკვდავი გახდება. კატარის უნივერსიტეტის სივრცე პატარა მუზეუმად გადაკეთდება" - დაწერა ბენ ბაიადმა თავის სოციალური ქსელის გვერდზე. ასე რომ, გულშემატკივრებს შეეძლებათ კატარის უნივერსიტეტს ესტუმრონ და ის ოთახი, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ცხოვრობდა, მოინახულონ.

თეგებილეო მესი
0.12332