საფრანგეთის ლიგა 1-ის განახლების წინ, ,,პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ პრესკონფერენცია გამართა და ლეო მესის დაბრუნების შესახებ ისაუბრა.
,,პსჟ" საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში პირველ თამაშს ამაღამ, ,,სტრასბურგის" წინააღმდეგ გამართავს და ცნობილია, რომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ლეო მესი ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ თემასთან დაკავშირებით, გალტიემ კომენტარი გააკეთა:
,,ყველა მოთამაშე, რომელიც დაგვიბრუნდა, ,,სტრასბურგთან" შეხვედრაში ჩვენს განკარგულებაშია. ესპანელები, პორტუგალიელები და ბრაზილიელები 10 დღით ისვენებდნენ, თუმცა ყველა შეთანხმებულ დროს დაგვიბრუნდა და ნორმალურად ვარჯიშობენ. რაც შეეხება მესის, ლეოს არგენტინაში მოუხდა გამგზავრება სხვადასხვა აღსანიშნავი ღონისძიებების გამო. ის გუნდში 2 ან 3 იანვარს დაგვიბრუნდება." - განაცხადა გალტიემ
საფრანგეთის ლიგა 1 მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის შემდეგ დღეს, 18:00 საათზე განახლდება. 15 ტურის შემდეგ ,,პსჟ"-ს 41 ქულა აქვს და ცხრილის სათავეში იმყოფება.