ფეხბურთი

1:02 | 28.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

Superdeporte: 2022 წელს მამარდაშვილმა გიგანტური პროგრესი განიცადა და განვითარება კიდევ შეუძლია

ესპანურმა გამოცემა Superdeporte-მ „ვალენსიაში“ 2022 წელს ყველაზე დიდი პროგრესის მქონე ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.

როგორც აღნიშნული ვებგვერდის წერილის სათაურში ვკითხულობთ, გიორგი „ვალენსიას“ 2022 წლის გიგანტია.

„უდავოა, რომ გიორგი მამარდაშვილი 2022 წელს „ვალენსიაში“ ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მეტად გაიზარდა. გიგანტი არა მხოლოდ ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა, არამედ მისი საბაზრო ღირებულება გაზარდა და ამან ინტერესი გამოიწვია ისეთი ჩემპიონატიდან, როგორიც პრემიერლიგაა. გარდა ამისა, მან „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027-წლამდე გაახანგრძლივა.

მან წელი სათადარიგო სკამზე და იასპერ სილესენის ჩრდილში დაიწყო, რომელიც ძირითადში გიორგის პერსპექტიული დასაწყისის, მაგრამ ახალბედობის გამო არასტაბილური თამაშის შემდეგ დაბრუნდა. თებერვლიდან, კონკრეტულად ლა ლიგაში, „სოსიედადთან“ მატჩში გარემოებებმა მამარდაშვილი დააბრუნა ძირითადში. წარმოუდგენელი იყო, რომ მსგავსი ნიჭის მქონე მეკარეს სათამაშო დროით არ ესარგებლა და ასეც მოხდა. მშრალად შენახული კარი და იმ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მას შემდეგ მას ვერავინ და ვერაფერმა წაართვა ძირითადში ადგილი. მას შემდეგ მხოლოდ 5-ჯერ ვერ მოხვდა სასტარტოში აქედან ორჯერ გასული სეზონის ბოლოს, როცა ხოსე ბორდალასისთვის სასწორზე არაფერი იდო და მან გადაწყვიტა ისეთი ფეხბურთელებისთვის დაეთმო დრო, რომლებიც მანამდე ნაკლებად თამაშობდნენ.

გატუზოს მოსვლამ მისი პოზიცია უფრო გააძლიერა. მიმდინარე სეზონში არა მხოლოდ შეინარჩუნა თავისი უპირატესობები, არამედ გაზარდა კიდეც და ლა ლიგის საუკეთესო მეკარეებში გაერია. ჰორიზონტზე რამდენიმე პრემიერლიგური კლუბის გამოჩენის შემდეგ „ვალენსიას“ სწრაფად მოქმედება მოუწია და 19 სექტემბერს, მასთან 2027 წლამდე კონტრაქტის განახლება გამოცხადდა, ხელფასის გაზრდით და გამოსასყიდი ფასის მატებით.

„ვალენსიას“ ხელში დიდი ღირებულება აქვს და იცის, რომ ვერ წააგებს. სულ რაღაც ერთ წელიწადში თბილისელმა მეკარემ თავისი საბაზრო ღირებულება 8-ჯერ გაზარდა და სამიდან ახლა უკვე 25 მილიონ ევრომდე ღირს. 22 წლის ასაკში, ჯერ კიდევ მოსალოდნელია, რომ ის განვითარებას გააგრძელებს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა მიმდინარე წელს განახლდება და „ვალენსია“ 31 დეკემბერს, სტუმრად „ვილიარეალს“ შეხვდება. მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 15 გოლი გაუშვა.

0.112763