„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ლიონელ მესიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელი „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი კანდიდატია. პოლონელმა ისიც აღნიშნა, რომ მესისთან ერთად თამაში სურს.
„ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტი მესია. რა თქმა უნდა, შეიძლება სხვა ფეხბურთელმა მოიგოს, რომელიც მისი თანაგუნდელია (მბაპე - რედ), მაგრამ თუ მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატით გადაწყდება, მესი ნამდვილად პირველი ფავორიტია. მასთან ერთად თამაში? ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, ის არის ფეხბურთელი, ვისთანაც თამაში ნებისმიერ თავდამსხმელს სურს.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაში? ეს ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე არ არის დამოკიდებული, არამედ სხვა ასპექტებზე. ჯერ ამაზე ფიქრი ძალიან ადრეა. ახლა ევრო 2024-ზე ვარ კონცენტრირებული. მინდა, „ბარსელონაში“ 4 წელი კონტრაქტის ბოლომდე ვითამაშო, დარწმუნებული ვარ, 4 წლის მერეც ისეთ ფორმაში ვიქნები, როგორც ახლა. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო და ტიტულები მოვიგო“, - თქვა ლევანდოვსკიმ.