ფეხბურთი

21:31 | 27.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბლინდმა "აიაქსი" დატოვა

ამსტერდამის „აიაქსი“ დელეი ბლინდმა დატოვა. მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს და 32 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა.

ბლინდი „აიაქსში“ 1998 წელს გამოჩნდა, მთავარ გუნდში დებიუტი კი 10 წლის შემდეგ ჰქონდა. მან ნიდერლანდურ კლუბში 333-ჯერ ითამაშა და 13 გოლი გაიტანა, 7-ჯერ გახდა ნიდერლანდების ჩემპიონი და ორჯერ თასი მოიგო.

როგორც „აიაქსის“ გენერალურმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა აღნიშნა, თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმებით გაწყვიტეს და მას გამოსამშვიდობებელ თამაშსაც მოუწყობენ. ბლინდს „აიაქსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურებოდა.

გამოცდილ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში „გრონინგენსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედშიც“ უთამაშია.

0.109071