საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა მუსლი ალ-მუამარამ კრიშტიანუ რონალდუს მოსალოდნელ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ყველაფერი, რაც მედიაში დაიწერა, ტყუილია. თუმცა, პორტუგალიელის ტრანსფერი არ გამორიცხა და მან სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომ რონალდუ თითქოს კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს.
„ეს სტატიები სიცრუეა და ჭორებია. თითქმის ყველაფერი, რაც მედიაში დაიწერა, ტყუილია“, - თქვა ალ-მუამარამ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ამჟამად უკლუბოდაა და „ალ-ნასრს“ აქტიურად უკავშირებენ.