ფეხბურთი

13:52 | 27.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკო“ ვიტსელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა კმაყოფილია ბელგიელი ნახევარმცველის, აკსელ ვიტსელის თამაშით და მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს. აკსელის არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, დიდი ალბათობით, უახლოეს ხანში მას ხელშეკრულებას ერთი წლით გაუგრძელებენ - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

ვიტსელი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი 2022 წლის ზაფხულში გახდა, დორტმუნდის „ბორუსიიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მიმდინარე სეზონში 33 წლის ბელგიელმა მადრიდული კლუბის მაისურით ჯამში 28 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ბელგიის ნაკრების მაისურა მას 130-ჯერ მოურგია.

0.114548