ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ნგოლო კანტე შესაძლოა, „ალ-ნასრში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
Footmercato-ს ცნობით, საუდის არაბეთის კლუბი მზადაა ფრანგ ფეხბურთელს სარფიანი კონტრაქტი შესთავაზოს, თუმცა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კანტეს „ჩელსისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. აღსანიშნავია, რომ „ალ-ნასრი“ კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებასაც ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ ნგოლო კანტეს „ჩელსის“ მაისურით 262 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 13 გოლი გაიტანა.