იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ „პეზაროს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, 87:82 დაამარცხა. მატჩის ბედი ოვერტაიმმა გადაწყვიტა, რომელიც ბოლონიელებმა 14:9 მოიგეს.
შენგელიამ მოედანზე 38 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 19 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, რის შედეგადაც ორმაგი დუბლი შეასრულა. თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.
„ვირტუს ბოლონია“ 12 ტურის შემდეგ 11 მოგებით და 1 წაგებით პირველ ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას 2 იანვარს, შინ „ოლიმპია მილანოსთან“ ჩაატარებს.